შერმადინის 23 ქულა და 9 მოხსნა ტორტონასთან | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია
გიორგი შემადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. ესპანურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც...

კიდევ უფრო კარგი ამბავი კი ისაა, რომ შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელმაც ტენერიფელთა წარმატებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26:25 წუთი გაატარა, რა დროშიც გიორგიმ 11-დან 10 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფემ პირველი ტაიმი 35:38 წააგო, ხოლო მესამე და მეოთხე მეოთხედები 8-8 ქულით მოიგო და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.
საბოლოოდ ტენერიფემ შეხვედრა დამაჯერებლად – 77:64 მოიგო და სერიაში 2:0 გაიმარჯვა. სერიის პირველი მატჩი, რომელიც ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს, უფრო რთული გამოდგა. 1 კვირის წინ ტენერიფემ ტორტონას ოვერტაიმში აჯობა.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შერმადინის გუნდი „გალათასარაის“ ეთამაშება. მატჩი 9 მაისს გაიმართება.
What's Your Reaction?






