არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”

სააგენტო "პარალელი" არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?” ქვეყანაში გახშირებული დაჯარიმებებისა და დაპატიმრებების ფაქტებს, მძიმე შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვებით, ეხმაურება ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: “განა ის მიკვირს, თვითგადარჩენის ინსტიქტით ძალაუფლება რომ ასე ჰაერზე აპატიმრებს ადამიანებს, აჯარიმებს უქონელთ, სხვა და სხვა დროით ციხეში რომ უშვებს და ცხოვრების საუკეთესო წლებს ართმევს კარგ ადამიანებს, უფრო ის მიკვირს, როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს, ან ძილის წინ მაინც […] არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?” პარალელი

მაი. 31, 2025 - 06:57
 0
არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”

სააგენტო "პარალელი"
არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”

ქვეყანაში გახშირებული დაჯარიმებებისა და დაპატიმრებების ფაქტებს, მძიმე შეფასებებით და კონკრეტული შეკითხვებით, ეხმაურება ჟურნალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია:

განა ის მიკვირს, თვითგადარჩენის ინსტიქტით ძალაუფლება რომ ასე ჰაერზე აპატიმრებს ადამიანებს, აჯარიმებს უქონელთ, სხვა და სხვა დროით ციხეში რომ უშვებს და ცხოვრების საუკეთესო წლებს ართმევს კარგ ადამიანებს, უფრო ის მიკვირს, როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს, ან ძილის წინ მაინც სინდისი როგორ ემალებათ, რომ მოსვენებასა და ყოველდღიურ ცხოვრებას ახერხებენ, როცა მხრებზე ამდენ ცოდვას ირგებენ, ან როგორ ზიდავენ ამ სიმძიმეს, რისგან არიან შექმნილნი?…

თუ აღარც ეს უნდა მიკვირდეს?

როგორ, როგორ ახერხებთ ამ ყველაფრის ფონზე ცხოვრებას, მასწავლეთ, იქნებ ასე უფრო ადვილია, თუმცა მაინც მგონია რომ ასე რთულია, შეუძლებელი, როგორ ახერხებთ შეუძლებელს?
როგორ?” – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

არჩილ გამზარდია: “როგორ სძინავთ ამის შემოქმედ ადამიანებს?”
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow