არჩილ გამზარდია: ჯაფარა ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკოსია, ვინც ერთდროულად მოლოდინებსაც მიჩენს და იმედებს მიცრუებს
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ: ,,ჯაფარა ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკოსია, ვინც ერთდროულად მოლოდინებსაც მიჩენს და იმედებს მიცრუებს. ზოგჯერ მგონია რომ პოლიტიკოსად არ ვარგა, რადგან აზროვნების იმაზე მეტი უნარი აქვს, ვიდრე თავისი პოლიტიკური მარწუხებია, რომელსაც თავადვე უჩალიჩებს საკუთარ თავს. პარტნიორებს ძირითადად ვერ არჩევს, მაგრამ სადაც ტრიალებს, გამორჩეულ მუხტს ატარებს. პარტიაში დემოკრატია, რაც უიშვიათესია ჩვენს რეალობაში, […]


ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შესახებ:
,,ჯაფარა ერთ-ერთი იშვიათი პოლიტიკოსია, ვინც ერთდროულად მოლოდინებსაც მიჩენს და იმედებს მიცრუებს.
ზოგჯერ მგონია რომ პოლიტიკოსად არ ვარგა, რადგან აზროვნების იმაზე მეტი უნარი აქვს, ვიდრე თავისი პოლიტიკური მარწუხებია, რომელსაც თავადვე უჩალიჩებს საკუთარ თავს.
პარტნიორებს ძირითადად ვერ არჩევს, მაგრამ სადაც ტრიალებს, გამორჩეულ მუხტს ატარებს.
პარტიაში დემოკრატია, რაც უიშვიათესია ჩვენს რეალობაში, ეს იმიტომ, რომ იმდენად უთაურია, კონტროლიც ჰკიდია და ეზარება.
ყველაზე გამეტებულად ჩემს გადაცემაში მაგას ვუსაფრთებოდი, არ ვახარებდი, მაგრამ კეთილგანწყობა არ დაუკარგავს, სახე არ დაჭიმვია და ისტერიკაში არ ჩავარდნილა, თვითონაც ამყოლია და გვიცინია ერთად და მისი თვითირონიის უნარი ჩვენს პოლიტიკოსებში ყველასგან გამორჩეულია.
ზედმეტად ბევრი ნაკლი აქვს ჩემთვის ჯაფარას, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ ყოველთვის გამორჩეულ პატივს ვცემ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის დაცინვის – თვითირონის უნარი, ძალა და ნება აქვს.
ციხეში მიდის-თქო, ამის გამო ტაშს მას არ დავუკრავ, არც გმირს დავუძახებ, არც დატირებას მოვაწყობ, მაგრამ ჩვენს ძალიან უნიჭო, პიროვნულად შეუმდგარ და კომპლექსიან პოლიტიკურ წიაღში ამ კაცს თავის წილ პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რომ არარეალიზებული პოლიტიკოსია ჩემს თვალში, ზედმეტად შერჩენილი პოლიტიკურ სიჭაბუკეში.“
What's Your Reaction?






