ასტრონომიული ციფრებია - რა თანხას მიიღებს პსჟ საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში

13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "პსჟ" და "ჩელსი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან...

ივლ. 13, 2025 - 15:27
 0
ასტრონომიული ციფრებია - რა თანხას მიიღებს პსჟ საკლუბო ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში
13 ივლისს, საქართველოს დროით 23:00 საათზე, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში "პსჟ" და "ჩელსი" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი მატჩის მოლოდინს აჩენს, მით უფრო, რომ ფიფამ გამარჯვებულისთვის სოლიდური პრიზი დააწესა.

გუნდებმა მონაწილეობისთვის უკვე 38 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, თუმცა ძირითადი თანხა სწორედ ტურნირზე წარმატებით ასპარეზობას უკავშირდება. პსჟ-მ ჯგუფში ორი შეხვედრა მოიგო (4 მლნ), შემდეგ ეტაპებზე გამარჯვებებისთვის კი დამატებით 7.5, 13.125 და 21 მილიონი მიიღო. ფინალში გასვლის ბონუსი 30 მილიონს შეადგენს, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში კლუბი კიდევ 40 მილიონს მიიღებს.

საერთო ჯამში ტურნირზე წარმატება 153.8 მილიონ დოლარამდე ადის, რაც ამ ჩემპიონატს ერთ-ერთ ფინანსურად ყველაზე მომგებიანად აქცევს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow