მორიგი უიღბლობა - სეზონის წინ მანჩესტერ იუნაიტედს მთავარი მეკარე გამოაკლდა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის წინ სერიოზული დარტყმა მიაყენა გუნდის მთავარი მეკარის ტრავმამ - ანდრე ონანა ვარჯიშის პროცესში დაშავდა...

ივლ. 13, 2025 - 15:27
 0
მორიგი უიღბლობა - სეზონის წინ მანჩესტერ იუნაიტედს მთავარი მეკარე გამოაკლდა
„მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის წინ სერიოზული დარტყმა მიაყენა გუნდის მთავარი მეკარის ტრავმამ - ანდრე ონანა ვარჯიშის პროცესში დაშავდა, რის შედეგადაც ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ექიმების შეფასებით, კამერუნელი კარის დარაჯი მოედანზე დაბრუნებას სავარაუდოდ 6-8 კვირაში შეძლებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „წითელი ეშმაკები“ უკვე ფიქრობენ ახალ მეკარეზე და ბაზარზე პოტენციურ კანდიდატებს აფასებენ. გუნდის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს დროებითი შემცვლელის შეძენას, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ონანა სტაბილური პირველ ნომრად იყო მიჩნეული.

ანდრე ონანამ გასულ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და 50 შეხვედრიდან 11-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მას „იუნაიტედთან“ მოქმედი კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow