აურელიო დე ლაურენტისი ნაპოლით ბედნიერია და მიაჩნია, რომ გუნდი მომავალ წლებში ძლიერ გუნდებს შესაფერის კონკურენციას გაუწევს.
ნაპოლის ახლანდელი გუნდი ძლიერია და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრ სიამოვნებასაც მივიღებთ, რაც არა ჩემი მოლოდინი, არამედ რეალობაა.
ვაპირებთ, რომ ამ სეზონზეც გადავიღოთ ფილმი, როგორც სკუდეტოზე გავაკეთეთ. აქაურობა მშვენიერია და ხალხი ნაპოლიზე შურით ლაპარაკობს.
- თქვა ლაურენტისმა.
კონტეს ნაპოლი სერია A-ში მეორე ადგილზეა და ინტერს 3 ქულით ჩამორჩება.