იბერიამ მორიგი თამაში მოიგო - სიხარულიძემ ბოლოსკენ გაიტანა
იბერიას ეროვნულ ლიგაში უკვე 23 ქულა აქვს

შეხვედრის ერთადერთი გოლი ირაკლი სიხარულიძემ მატჩის ბოლოსკენ, კერძოდ 70-ე წუთზე გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
იბერია მეორეადგილოსან დინამო ბათუმს 2 ქულით უსწრებს, რომელიც მიმდინარე წუთებში კოლხეთს გასვლაზე ამავე ანგარიშით უგებს.
What's Your Reaction?






