აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ აქტივისტის სოციალურ ქსელში გავრცელებული პირდაპირი ეთერიდან გახდა ცნობილი. როგორც ვიდეოდან ირკვევა, პროკურატურა აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. ისინი ბაჯელიძის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის ამოღებას აპირებენ. აქტივისტი გარკვეული დროის განმავლობაში ვიდეოს იღებდა, თუმცა პროკურატურის თანამშრომელმა პირდაპირი ეთერის დროს მას ტელეფონი ჩამოართვა. მანამდე, […]

აპრ. 29, 2025 - 09:57
 0
აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს

აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ აქტივისტის სოციალურ ქსელში გავრცელებული პირდაპირი ეთერიდან გახდა ცნობილი.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, პროკურატურა აქტივისტის სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდა. ისინი ბაჯელიძის პირადი ნივთების, მათ შორის მობილური ტელეფონის ამოღებას აპირებენ.
აქტივისტი გარკვეული დროის განმავლობაში ვიდეოს იღებდა, თუმცა პროკურატურის თანამშრომელმა პირდაპირი ეთერის დროს მას ტელეფონი ჩამოართვა. მანამდე, ბაჯელიძე აცხადებდა, რომ ვიდეოს გადაღების უფლება “თავდაცვის მიზნით” ჰქონდა, ის ასევე ალტერნატივად ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ადვოკატს ვერ დაელოდებოდნენ და არც ვიდეოს გაგრძელების საშუალება მისცეს.
განჩინებაში, რომელიც აქტივისტს გადასცეს სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლი არის მითითებული – კერძოდ, განჩინებაში მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 319-ე მუხლები. 318-ე მუხლი გულისხმობს საბოტაჟს, 319-ე კი “უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას”.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: მთავარი არხი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow