აქციაზე კამერის დაზიანებისთვის დაკავებულ ხუტაშვილსა და მუმლაძეს პატიმრობა მიუსაჯეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძემ პროევროპულ აქციებზე ვიდეოსათვალთვალო კამერების დაზიანებისთვის დაკავებულ 26 წლის გურამ ხუტაშვილსა და 23 წლის დანიელ მუმლაძეს სამ-სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. ისინი ბრალს აღიარებდნენ და საპროცესო შეთანხმებისთვის იყვნენ მზად - გადაეხადათ დაზიანებული კამერების ღირებულება 12,1 ათასი ლარი გათავისუფლების სანაცვლოდ. სწორედ საპროცესო შეთანხმების საკითხზე მუშაობის გამო მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლო სხდომა გადაიდო. მაშინ პროკურორმა თამარ...

What's Your Reaction?






