იმედია, გიორგი გახარია გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს - შალვა პაპუაშვილი

კარგია, რომ მოდის, იმედია, გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, კითხვები არის, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით. „მაშ შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, დაადგინა, რომ დემონსტრანტების მიმართ ოპერაციის დროს გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის. ასე, რომ გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. ასე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს, არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს ამ კითხვებს. ასევე, სხვა კითხვები, რაც ექნება კომისიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა კითხვას, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მისვლის შესახებ ნიშნავს თუ არა იმის ალბათობას, რომ მისი პარტია შესაძლოა პარლამენტში შევიდეს. „მისი პარტია პარლამენტში არის. მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე, რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე, რომ პარლამენტის წევრები არიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აპრ. 14, 2025 - 12:27
 0
იმედია, გიორგი გახარია გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს - შალვა პაპუაშვილი

კარგია, რომ მოდის, იმედია, გასცემს ამომწურავ პასუხს იმ კითხვებს, რომელიც კომისიას აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, კითხვები არის, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით.

„მაშ შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, მათ შორის, დაადგინა, რომ დემონსტრანტების მიმართ ოპერაციის დროს გარკვეული დარღვევები შესაძლოა არსებობდეს და საჭიროა ხელახალი გამოძიება ამ საკითხის. ასე, რომ გიორგი გახარია იყო ის, ვინც ხელმძღვანელობდა მაშინ ამ ღონისძიებას. ამიტომ, პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აინტერესებს ზუსტად ეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებელი პირები რა გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ამ გადაწყვეტილებებმა რა შედეგები გამოიწვია. ასე, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იმედი მაქვს, არ გაექცევა კითხვებს, რომელსაც კომისია დაუსვამს და უპასუხებს ამ კითხვებს. ასევე, სხვა კითხვები, რაც ექნება კომისიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა კითხვას, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე მისვლის შესახებ ნიშნავს თუ არა იმის ალბათობას, რომ მისი პარტია შესაძლოა პარლამენტში შევიდეს.

„მისი პარტია პარლამენტში არის. მათ მანდატებზე უარი არ უთქვამთ. ასე, რომ პარლამენტის წევრები არიან ჩვეულებრივად. როგორ ატყუებენ თავიანთ ამომრჩევლებს თუ სხვებს, რომ თან არიან, თან არ არიან, ასეთი რამეები არ ხდება. ნახევრად ფეხმძიმობა არ არსებობს. ასე, რომ პარლამენტის წევრები არიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow