აშშ ევროკავშირს 1-ლი აგვისტოდან 30%-იან ტარიფებს დაუწესებს
დონალდ ტრამპის განცხადებით 1 აგვისტოდან აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფს დაუწესებს. პრეზიდენტმა წერილი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ დათანხმდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა რომ მათთან უდიდესი სავაჭრო დეფიციტი აქვთ. ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად წლები ჰქონდათ და დაასკვნეს, რომ უნდა გათავისუფლდნენ გრძელვადიანი სავაჭრო დეფიციტისგან, რომელიც ევროკავშირის ტარიფებით არის გამოწვეული. აქედან გამომდინარე დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ევროკავშირს დაუწესდება 30%-იანი ტარიფები შტატებში გაგზავნილ პროდუქტებზე. ტრამპის თქმით, ეს გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის უთანასწორობის აღმოსაფრხვრელად. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი 30%-ან ტარიფებს მექსიკასაც უწესებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით 1 აგვისტოდან აშშ ევროკავშირს 30%-იან ტარიფს დაუწესებს. პრეზიდენტმა წერილი, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ აშშ დათანხმდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაგრძელებას, მიუხედავად იმისა რომ მათთან უდიდესი სავაჭრო დეფიციტი აქვთ.
ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების განსახილველად წლები ჰქონდათ და დაასკვნეს, რომ უნდა გათავისუფლდნენ გრძელვადიანი სავაჭრო დეფიციტისგან, რომელიც ევროკავშირის ტარიფებით არის გამოწვეული.
აქედან გამომდინარე დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან ევროკავშირს დაუწესდება 30%-იანი ტარიფები შტატებში გაგზავნილ პროდუქტებზე. ტრამპის თქმით, ეს გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა ევროკავშირთან სავაჭრო დეფიციტის უთანასწორობის აღმოსაფრხვრელად. გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი 30%-ან ტარიფებს მექსიკასაც უწესებს.
What's Your Reaction?






