ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში
თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - იტალიას, დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22:24 დათმო. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელიც ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა. ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.
თელავში 19 წლამდე ხელბურთელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატი გაიხსნა. საქართველო ისტორიაში პირველად ევროპის 19 წლამდე გოგონათა ხელბურთის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანაა. კონტინენტის პირველობა თელავის სპორტის სასახლეში მიმდინარეობს.
ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს - იტალიას, დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური ანგარიშით 22:24 დათმო. საქართველოს ნაკრებიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გუნდის კაპიტანი თეკლა ძამუნაშვილი დასახელდა, რომელიც ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას 10 გუნდი იღებს. კონტინენტის პირველობა 20 ივლისს დასრულდება.
What's Your Reaction?






