აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა
აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მოსამართლე ელისონ ბაროუზმა დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა. ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს. ამასთან, თეთრ სახლს ბეროუზის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს […]


აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მოსამართლე ელისონ ბაროუზმა დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა. ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს.
ამასთან, თეთრ სახლს ბეროუზის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა. 60 მილიონიანი დაფინანსების შეწყვეტის მიზეზად კი დასახელდა ის, რომ უნივერსიტეტმა “კამპუსში ანტისემიტური შევიწროებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა ვერ შეძლო”.
What's Your Reaction?






