ერდოანის თქმით თურქეთი მზადაა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებს უმასპინძლოს
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ანკარა მზადაა ორგანიზება გაუწიოს რუსეთ-უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს აცნობა სატელეფონო საუბრისას. ერდოანის თქმით ომის დასრულებისთვის "ისტორიულად გარდამტეხი მომენტი" დადგა და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული და ანკარა მზადაა მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების აღმოსაფხვრელად. ]10...

What's Your Reaction?






