აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს არ დაესწრება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა. “როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფო მდივანია, თუ არა ყველაზე აქტიური, ვინც კი გვყოლია. და ეს, რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ, როდესაც გარკვეული გეგმები […]


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკრაინის საკითხზე ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც ვიცით, მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია. ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სახელმწიფო მდივანია, თუ არა ყველაზე აქტიური, ვინც კი გვყოლია. და ეს, რა თქმა უნდა, მის ყოველდღიურობაზე აისახება. ამიტომ, როდესაც გარკვეული გეგმები არსებობს, ისინი პირობითია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, ლონდონში შეხვედრებს ის არ დაესწრება. თუმცა, ეს არ უკავშირდება შეხვედრებს, ეს დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოჯისტიკური საკითხებთან“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ლონდონში დაგეგმილ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი დაესწრება.
„გენერალი კელოგი იქ არის და ამიტომ ის ამ საუბრებს დაესწრება. ამიტომ, მოუთმენლად ველით მისგან პასუხს იმის შესახებ, მივაღწიეთ თუ არა გარკვეულ წარმატებას ლონდონში“, – აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
ცნობისთვის, დღეს უკრაინის, ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გაერთიანებულ სამეფოში შეხვედრას გამართავენ. ისინი უკრაინაში ომის დასრულებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.
What's Your Reaction?






