აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია, იუწყება CNN-ი. ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხელისუფლება ზუსტ რიცხვს არ აქვეყნებს. ძლიერმა წვიმებმა ტეხასში, მდინარე გუადალუპე ადიდდა და 4 ივლისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. წყლის დონემ, როგორც იტყობინებიან, სულ რაღაც 45 წუთში 8 მეტრით აიწია. დაკარგულებს შორის მდინარის ნაპირზე მდებარე ქრისტიანული საზაფხულო ბანაკის, „Camp […]

ივლ. 6, 2025 - 14:27
 0
აშშ-ის ტეხასის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

აშშ-ში, ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, მათ შორის 15 ბავშვია, იუწყება CNN-ი.
ათობით ადამიანი დაკარგულად ითვლება, ხელისუფლება ზუსტ რიცხვს არ აქვეყნებს. ძლიერმა წვიმებმა ტეხასში, მდინარე გუადალუპე ადიდდა და 4 ივლისის ღამეს წყალდიდობა გამოიწვია. წყლის დონემ, როგორც იტყობინებიან, სულ რაღაც 45 წუთში 8 მეტრით აიწია.
დაკარგულებს შორის მდინარის ნაპირზე მდებარე ქრისტიანული საზაფხულო ბანაკის, „Camp Mystic“-ის 27 ბავშვია.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს 850 ადამიანი გადაარჩინეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
დახმარებას გაუწევეაშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ დაზარალებულებს ფედერალური მთავრობა დაეხმარება.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ აბოტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ შტატის რესურსები სამაშველო ოპერაციებისთვის „შეუზღუდავად“ მოხმარდება.
ფორუმი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow