აშშ-მა ირანის 3 მთავარ ბირთვულ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეტევა წარმატებული იყო და განადგურებულია ფორდოს, ნატანზისა და ისფაჰანის ბირთვული სადგურები. “ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანის 3 ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა”! – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში. ტრამპი ირანს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: “ირანის მხრიდან ნებისმიერ საპასუხო ქმედებას ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, პასუხად მოყვება ბევრად უფრო ძლიერი ძალა, ვიდრე ის, რაც ამაღამ ვიხილეთ!,” - აცხადებს აშშ- ის პრეზიდენტი

What's Your Reaction?






