“აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი” – რეზო კიკნაძის წერილი.ციხიდან
პროევროპული აქციებისას დაკავებული, პოლიტიკური პატიმარი, რეზო კიკნაძე: “სისტემამ მოკლა ონისეს მამა. სრულიად ჯანმრთელი ადამიანი — ნერვიულობისგან, საკუთარი სახლის ჭიშკართან გულმა დაარტყა და ჩაიკეცა. არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რაღაცას გვიყვებოდა, რომ უნახავად ვიცნობდით. ტიპიური იმერელი — უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი. მხოლოდ მამა-შვილური კი არა — ძმაკაცური ურთიერთობაც ჰქონდათ. დედასთან […] The post “აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი” – რეზო კიკნაძის წერილი.ციხიდან appeared first on .

პროევროპული აქციებისას დაკავებული, პოლიტიკური პატიმარი, რეზო კიკნაძე:
“სისტემამ მოკლა ონისეს მამა.
სრულიად ჯანმრთელი ადამიანი — ნერვიულობისგან, საკუთარი სახლის ჭიშკართან გულმა დაარტყა და ჩაიკეცა.
არ მყავდა ნანახი, მაგრამ ონისე იმდენ რაღაცას გვიყვებოდა, რომ უნახავად ვიცნობდით.
ტიპიური იმერელი — უთბილესი, უსაყვარლესი, უმაღლესი იუმორის მქონე, შვილებზე გიჟურად შეყვარებული ადამიანი.მხოლოდ მამა-შვილური კი არა — ძმაკაცური ურთიერთობაც ჰქონდათ.
დედასთან ყოველი დარეკვისას მაშინვე რომ წაართმევდა ხოლმე ტელეფონს და იქიდან ამხნევებდა შვილს, როგორც შეეძლო.ვერ წარმოიდგენთ, როგორი დარტყმა იყო ეს.
იმ დღეს ჩვენც მოვკვდით. გავტყდით. ერთი ვაი-ვიში გვქონდა.
მაგრამ გათენდა მეორე დღე, და თავიდან გავცოცხლდით.ახლა აღარაფერი გვაქვს დასაკარგი — და წარმოიდგინეთ, რას ვუზამთ ყველას, ვისაც წვრილი მიუძღვის ამაში.
ჩვენ თუ გვკლავთ — მოგვკალით.
მშობლებს რაღას ერჩით?! თან რისთვის?აქციაზე დაჭერილებიდან უკვე მესამე ადამიანს მოუკვდა მშობელი ამ რამდენიმე თვეში.
გასკდა გული… აღარ დაგვრჩა ადგილი, სადაც არ დავჭრილვართ.აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი.
უსირცხვილო მოსამართლე კი დარბაზიდან გაძევებით გვემუქრება — თავისი ეგოს დასაკმაყოფილებლად.
და მშობლების ნახვის ერთადერთ წყაროსაც გვიკეტავს.ჩვენ ერთმანეთს წამოვაყენებთ.
აი თქვენ კი — როცა დაეცემით, წამომყენებელი არ გეყოლებათ.”27.06.2025
The post “აწი მართლა გეშინოდეთ ჩვენი” – რეზო კიკნაძის წერილი.ციხიდან appeared first on .
What's Your Reaction?






