აჭარაში ტურისტული სეზონი 21-22 ივნისს გაიხსნება, გვექნება გრანდიოზული გახსნა - სულხან თამაზაშვილი

აჭარაში ტურისტული სეზონი 21-22 ივნისს გაიხსნება, გვექნება გრანდიოზული გახსნა. იქნება ძალიან საინტერესო კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი აქტივობები. ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით ბათუმის ქუჩებში - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს უახლოეს დღეებში, ვიდრე ტურისტული სეზონი გაიხსნება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის პრიორიტეტი და მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე. "კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტებზე როცა ვსაუბრობდი, ერთ-ერთი იყო სწორედ რუსთაველის ქუჩა. მოგეხსენებათ, რუსთაველის ქუჩის  ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაიხსნა, მეორე მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები.  სამწუხაროდ უამინდობამ შეგვიშალა ხელი და გარკვეული დროით ეს პროცესი გაგრძელდა, თუმცა გპირდებით,  რომ სეზონის გახსნამდე რუსთაველის გამზირი გაიხსნება"- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა. სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. "ე.წ. სანქცირებული ვარ, დიახ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს. ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ვინც ჩვენი პარტნიორები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დროებით შეიყვანა შეცდომაში. მე ამას გაუგებრობას დავარქმევდი და იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს გაუგებრობა. მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ივნ. 18, 2025 - 17:57
 0
აჭარაში ტურისტული სეზონი 21-22 ივნისს გაიხსნება, გვექნება გრანდიოზული გახსნა - სულხან თამაზაშვილი

აჭარაში ტურისტული სეზონი 21-22 ივნისს გაიხსნება, გვექნება გრანდიოზული გახსნა. იქნება ძალიან საინტერესო კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი აქტივობები. ჩვენს მოქალაქეებს ველოდებით ბათუმის ქუჩებში - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს უახლოეს დღეებში, ვიდრე ტურისტული სეზონი გაიხსნება. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის პრიორიტეტი და მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე.

"კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტებზე როცა ვსაუბრობდი, ერთ-ერთი იყო სწორედ რუსთაველის ქუჩა. მოგეხსენებათ, რუსთაველის ქუჩის  ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაიხსნა, მეორე მონაკვეთზე ინტენსიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო სამუშაოები.  სამწუხაროდ უამინდობამ შეგვიშალა ხელი და გარკვეული დროით ეს პროცესი გაგრძელდა, თუმცა გპირდებით,  რომ სეზონის გახსნამდე რუსთაველის გამზირი გაიხსნება"- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

"ე.წ. სანქცირებული ვარ, დიახ. ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს. ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ვინც ჩვენი პარტნიორები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დროებით შეიყვანა შეცდომაში. მე ამას გაუგებრობას დავარქმევდი და იმედი მაქვს მალე დასრულდება ეს გაუგებრობა.

მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე არის ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow