“პუტინი, როგორც ვასალი, ისე ეახლა ტრამპს, თან სად – სამხედრო ბაზაზე” – ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, ვინმე წარმოიდგენდით, რომ 3, 5 წლის შემდეგ, რუსეთს ამერიკის შუამავლობა დასჭირდებოდა, უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიების (18%) შესანარჩუნებლად? ვინმე წარმოიდგენდით, რომ პუტინი ამერიკის პრეზიდენტს სთხოვდა, ზეწოლა მოეხდინა უკრაინის პრეზიდენტზე, რომ ომი ამგვარი სტატუს-ქვოთი დაესრულებინა და უკრინაში კიდევ სხვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ისევ დონალდ ტრამპს სთხოვდა დახმარებას? აი, ამ რუსეთს, რომლის პრეზიდენტი […] The post “პუტინი, როგორც ვასალი, ისე ეახლა ტრამპს, თან სად – სამხედრო ბაზაზე” – ლევან ჯავახიშვილი appeared first on .

აგვ. 20, 2025 - 04:57
 0
“პუტინი, როგორც ვასალი, ისე ეახლა ტრამპს, თან სად – სამხედრო ბაზაზე” – ლევან ჯავახიშვილი

ჟურნალისტი, ლევან ჯავახიშვილი:

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას, ვინმე წარმოიდგენდით, რომ 3, 5 წლის შემდეგ, რუსეთს ამერიკის შუამავლობა დასჭირდებოდა, უკრაინის დაპყრობილი ტერიტორიების (18%) შესანარჩუნებლად? ვინმე წარმოიდგენდით, რომ პუტინი ამერიკის პრეზიდენტს სთხოვდა, ზეწოლა მოეხდინა უკრაინის პრეზიდენტზე, რომ ომი ამგვარი სტატუს-ქვოთი დაესრულებინა და უკრინაში კიდევ სხვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, ისევ დონალდ ტრამპს სთხოვდა დახმარებას?
აი, ამ რუსეთს, რომლის პრეზიდენტი ლამის ფეხებში ჩაუვარდა ამერიკისას, ზოგიერთები ისევ ზესახელმწიფოს ეძახიან, პუტინს-მსოფლიო დონის პოლიტიკოსს და დიდ მთავარსარდალს
არც ის დაგავიწყდეთ, ტრამპი-პუტინის შეხვედრისას, წინასწარ შეხვედრის ადგილის შერჩევა ორმხრივად არ განსაზღვრულა. ტრამპმა დაიბარა პუტინი ალასკაზე, შეხვედრის ადგილი აცნობეს რუსულ მხარეს და პუტინიც, როგორც ვასალი, ისე ეახლა ტრამპს. თან სად-სამხედრო ბაზაზე. მეტად როგორღა უნდა დაემცირებინათ პუტინი? მეტად როგორღა უნდა გაესვათ ხაზი ამერიკელებს, რომ მათი პრეზიდენტი რიგითი ქვეყნის პრეზიდენტს ხვდებოდა? პუტინი წითელ ხალიჩაზე რომ მიდიოდა და იმ დროს, ამერიკული B2 ტიპის ბომბდამშენებმა რომ გადაუფრინეს თავზე, ეს რისი მინიშნება იყო ამერიკელთა მხრიდან, მაგაზე არაფერს ვიტყვი, მიმხვედრი მიხვდება.
მალე ჩინეთის ლიდერის, სი ძინ პინი და ტრამპი შეხვდებიან ერთმანეთს. მერე ამ შეხვედრის მასშტაბები, ლიდერების ურთიერთპატივისცემის დეტალები, სხვა ნიუანსები შეადარეთ ალასკას “სამიტს” და საბოლოოდ დარწმუნდებით, რომ რუსეთი მანეთივით გაუფასურდა.
მარტო ატომური ბომბები ქონა არ განსაზღვრავს ზესახელმწიფოს სტატუსს.

The post “პუტინი, როგორც ვასალი, ისე ეახლა ტრამპს, თან სად – სამხედრო ბაზაზე” – ლევან ჯავახიშვილი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow