ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს
ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს. მის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გენერალურ პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. საპარლამენტო პროცედურის დაწყებამდე პროცესი საპროკურორო საბჭოში დაიწყება. შეარჩევენ გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. შეგახსენებთ, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი გვარაკიძე დაინიშნა.

ახალ გენერალურ პროკურორს პარლამენტი საპროკურორო საბჭოს წარდგინებით აირჩევს. მის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გენერალურ პროკურორის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. საპარლამენტო პროცედურის დაწყებამდე პროცესი საპროკურორო საბჭოში დაიწყება.
შეარჩევენ გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.
შეგახსენებთ, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტის თავმჯდომარემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარადგინა. გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი გვარაკიძე დაინიშნა.
What's Your Reaction?






