"ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეორე მამის როლს ვასრულებ" - ლუის ენრიკე

მატჩის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა და გუნდის შიდა გარემოსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება...

აპრ. 22, 2025 - 14:27
 0
"ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მეორე მამის როლს ვასრულებ" - ლუის ენრიკე
დღეს, 22 აპრილს, პარი სენ-ჟერმენი ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში სტუმრად ნანტს დაუპირისპირდება.

მატჩის წინ, პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მედიასთან ისაუბრა და გუნდის შიდა გარემოსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება.

"სეზონის ბოლომდე წარმატებით მისასვლელად გვჭირდება არა მხოლოდ ძირითადი, არამედ მინიმუმ 16-დან 20-მდე ერთმანეთთან შეთამაშებული მოთამაშე. ამ კუთხით კმაყოფილი ვარ იმ რესურსით, რაც ამჟამად კლუბში გვაქვს", – აღნიშნა ენრიკემ.

მან განსაკუთრებული დამოკიდებულება გამოხატა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ:

"ჩემი შვილები ასაკით უფროსები არიან უორენ ზაირ-ემერიზე, სენიზე, დეზირეზე და ზოგადად ჩვენს ახალბედა ფეხბურთელებზე. ზოგჯერ მეორე მამის როლსაც ვასრულებ. ვცდილობ, გავიგო, რა სჭირდებათ – თბილი სიტყვა, რჩევა თუ უბრალოდ ჩახუტება. ყოველი მათგანი ინდივიდუალურ მიდგომას იმსახურებს."

ცნობისთვის, პსჟ-მ ჩემპიონობის ოფიციალურად მოპოვება უკვე რამდენიმე ტურით ადრე მოახერხა და ახლა მთავარი მიზანი დარჩენილი მატჩების წაუგებლად დასრულებაა.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow