ხუთშაბათს ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გიორგი მიქაუტაძის ლიონი საფრანგეთში მანჩესტერ იუნაიტედს მიიღებს და განმეორებით შეხვედრამდე უპირატესობის მოპოვებას შეეცდება.
თამაშამდე 1 დღით ადრე ინგლისური პრესა სწორედ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ალაპარაკდა. Manchester Evening News-მა დაწერა, რომ 'წითელმა ეშმაკებმა', პირველ რიგში, სწორედ მიქაუტაძის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.
თასებიდან გამოვარდნილ და პრემიერ ლიგაში მე-13 ადგილზე მყოფი მანჩესტერისთვის ევროპის ლიგა სეზონის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. რუბენ ამორიმს შეუძლია, რომ ტიტული მოიგოს და თანაც ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მოიპოვოს, თუმცა მათ ლიონთან სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.
მანჩესტერელებს ლიონის და ევრო 2024-ის თანაბომბარდირის, გიორგი მიქაუტაძის შესაჩერებლად შესაბამისი გეგმა სჭირდებათ. ქართველი ფეხბურთელი ლიონში გადასვლის შემდეგ კარის წინ კიდევ უფრო შეუბრალებელი გახდა და თუ იუნაიტედს სურს, რომ მომდევნო ეტაპზე გავიდეს, მაშინ ის ფეხბურთელი უნდა გაანეიტრალოს, რომელმაც იცის, როგორ წარმოაჩინოს თავი დიდ სცენაზე.
- წერენ მიქაუტაძის შესახებ.
ცნობისთვის, ხვალინდელი თამაში 23:00 საათზე დაიწყება.