“ეს “ტიტუშკები”როცა გვაგინებენ, არც ერთი “მილიოციონერი” ხმას არ იღებს” – რა ხდება რუსთაველზე
ფოტო – ტვ პირველი რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა – უცნობი კაცი, სინდისის პატიმრების მშობლებთან და ადგილზე შეკრებილებთან მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა. მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, “ოცნების” პარტაქტივის წევრია. ეს “ტიტუშკები” და ეს გამაღიზიანელი ხალხი რომ მოდის, გვლანძღავს და გვაგინებს, არც ერთი მილიოციონერი ხმას არ იღებს, პირიქით […] The post “ეს “ტიტუშკები”როცა გვაგინებენ, არც ერთი “მილიოციონერი” ხმას არ იღებს” – რა ხდება რუსთაველზე appeared first on .

ფოტო – ტვ პირველი
რუსთაველის გამზირზე ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა – უცნობი კაცი, სინდისის პატიმრების მშობლებთან და ადგილზე შეკრებილებთან მივიდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფაქტს ადგილზე დაპირისპირება მოჰყვა.
მამაკაცი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, “ოცნების” პარტაქტივის წევრია.
ეს “ტიტუშკები” და ეს გამაღიზიანელი ხალხი რომ მოდის, გვლანძღავს და გვაგინებს, არც ერთი მილიოციონერი ხმას არ იღებს, პირიქით მათ ხელსაც უწყობენ. აძლევენ მათ საშუალებას, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენონ, ჩვენ ხალხი ვრეაგირებთ მშვიდად, ვეუბნებით რომ გაიყვანონ”, – ამბობს ანა ქარქაშაძე ტვ პირველთან.
The post “ეს “ტიტუშკები”როცა გვაგინებენ, არც ერთი “მილიოციონერი” ხმას არ იღებს” – რა ხდება რუსთაველზე appeared first on .
What's Your Reaction?






