ახალი ნარკოპოლიტიკა

დღეს ნარკომანიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. საკანონმდებლო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ დააანონსა და პარლამენტსაც მიმართა , რომ ინიციატივა მომავალ კვირაშივე განიხილოს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ სრულად აიკრძალება,მისივე განმარტებით, მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს. გარდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა, მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ვერავინ შეძლებს  ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს.

ივნ. 25, 2025 - 21:27
 0
ახალი ნარკოპოლიტიკა

დღეს ნარკომანიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

საკანონმდებლო ცვლილებები ირაკლი კობახიძემ დააანონსა და პარლამენტსაც მიმართა , რომ ინიციატივა მომავალ კვირაშივე განიხილოს.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ სრულად აიკრძალება,მისივე განმარტებით, მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობაზე სრულ პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

გარდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლისა, მკაცრდება სახელმწიფოს პოლიტიკა ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციის კუთხითაც.

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, საკანონმდებლო ჩარჩოს ბოროტად გამოყენებით, ვერავინ შეძლებს  ნარკოტიკული საშუალებების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow