ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი იმ 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გამოუწერეს. სააპელაციოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათიანი ვადა აქვს. კოლეგიას შეუძლია, სხდომის გარეშე თქვას, იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებული გირაო სამართლიანი. დღეს გავასაჩივრეთ ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გირაოს სახით იქნა გამოყენებული. ჩვენ მივიჩნევთ, […] The post ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა appeared first on .

აპრ. 7, 2025 - 12:26
 0
ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა

ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. “ძლიერი საქართველოს” ლიდერი იმ 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გამოუწერეს.

სააპელაციოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათიანი ვადა აქვს. კოლეგიას შეუძლია, სხდომის გარეშე თქვას, იყო თუ არა ბადრი ჯაფარიძისთვის შეფარდებული გირაო სამართლიანი.

დღეს გავასაჩივრეთ ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახე, რომელიც გირაოს სახით იქნა გამოყენებული. ჩვენ მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. არანაირი მტკიცებულება პროკურატურის მხრიდან არ არის წარმოდგენილი, რომ აღნიშნული კომისია იყო უფლებამოსილი და შესაბამისად, არაუფლებამოსილი კომისიის მოთხოვნა არის უკანონო. სწორედ ამაზე შევიტანეთ საჩივარი, – ამბობს ადვოკატი. 

სააპელაციოს პასუხს ელოდება მამუკა ხაზარაძეც. ის პირველი იყო, ვინც წულუკიანის დაუმორჩილებლობისთვის დასაჯეს. ჯერ ბრალი წაუყენეს, შემდეგ კი  50 ათასს ლარიანი გირაო დააკისრეს.

The post ბადრი ჯაფარიძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow