ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ აქვთ – დირექციის წარმომადგენელი

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი ძალიან დიდია. ამის შესახებ BMG-ის ბაზრობის დირექციის წარმომადგენელმა, მზევინარ ბუჩუაძემ განუცხადა. ის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ თავად ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრე ფიზიკურ პირებს დაზღვევა არ აქვთ. “მხოლოდ ის ვიცით, რომ ხანძრის კერა დაახლოებით 7-ის 20 წუთზე გაჩნდა. მეორადების სექციაა ბოლოში და იქიდან […] The post ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ აქვთ – დირექციის წარმომადგენელი appeared first on .

აპრ. 30, 2025 - 12:57
 0
ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ აქვთ – დირექციის წარმომადგენელი

ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ზარალი ძალიან დიდია. ამის შესახებ BMG-ის ბაზრობის დირექციის წარმომადგენელმა, მზევინარ ბუჩუაძემ განუცხადა.

ის ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ საუბრობს და ამბობს, რომ თავად ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრე ფიზიკურ პირებს დაზღვევა არ აქვთ.

“მხოლოდ ის ვიცით, რომ ხანძრის კერა დაახლოებით 7-ის 20 წუთზე გაჩნდა. მეორადების სექციაა ბოლოში და იქიდან წამოვიდა კერა, რა და როგორ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია. ზარალი ძალიან დიდია. მხოლოდ წიგნების საბითუმოს ჰქონდა სადღაც 250 000 დოლარის წიგნების საწყობი, რომელიც დაფერფლილია, იყო მაღაზიები, ბოტასებიდან დაწყებული, ჯინსების სექციები. ამის გარდა, დამწვარია დიდი საწყობები, საიდანაც მაღაზიებს ვამარაგებდით. მარტო საწყობები რომ ავიღოთ, სადღაც 3 მილიონამდეა. მინიმუმ 350 კაცი ვაჭრობს ამ ბაზრობაში, აქედან ყველას აქვს ბანკის ვალი აღებული”,- ამბობს ბაზრობის დირექციის წარმომადგენელი.

The post ბაზრობა დაზღვეული იყო, თუმცა მოვაჭრეებს დაზღვევა არ აქვთ – დირექციის წარმომადგენელი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow