მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა. მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება. მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად […] The post მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა appeared first on .

აპრ. 30, 2025 - 12:57
 0
მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა

ფედერალურმა მოსამართლემ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას “რადიო თავისუფალი ევროპისთვის” კონგრესის მიერ გამოყოფილი 12 მილიონი აშშ დოლარის აღდგენა დაავალა.

მოსამართლე როის ლამბერტის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ შეუძლია ცალმხრივად გააუქმოს კონგრესის მიერ დამტკიცებული დაფინანსება.

მედიასაშუალების ადვოკატები აცხადებენ, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეწყვიტა თითქმის ყველა კონტრაქტი ფრილანსერ ჟურნალისტებთან, არ გადაიხადა იჯარის ხელშეკრულებები და 122 თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. ადვოკატების განმარტებით, თუ დაფინანსება არ აღდგება, 1-ელ მაისს კიდევ უფრო მეტ თანამშრომელს გაუშვებენ აუნაზღაურებად შვებულებაში და კიდევ უფრო მეტი კონტრაქტი გაუქმდება.

“მაისის ბოლოსთვის “რადიო თავისუფლება” იძულებული იქნება გააუქმოს კონტრაქტები, რომლებიც მხარს უჭერს მის ძირითად საინფორმაციო გამოშვებებსა და რეპორტაჟებს. 2025 წლის ივნისში “რადიო თავისუფლება” თითქმის მთლიანად შეწყვეტს თავის საქმიანობას”, – აცხადებენ მოსარჩელე მხარის ადვოკატები.

მთავრობის ადვოკატების მტკიცებით კი მოსამართლეს არ აქვს იურისდიქცია იმაზე, რაც კონტრაქტთან დაკავშირებულ დავას წარმოადგენს და ის ფედერალური სარჩელების სასამართლოს განსახილველად უნდა იქცეს.

რადიო „თავისუფალი ევროპა“/“რადიო თავისუფლებამ“ მაუწყებლობა ცივი ომის დროს დაიწყო. მისი გადაცემები აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის 23 ქვეყანაში 27 ენაზე გადაიცემა.

The post მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას „რადიო თავისუფლებისთვის“ 12 მილიონი დოლარის აღდგენა დაავალა appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow