ბათუმის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირის პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნათია ლეთოდიანის, არჩილ ბერიძის, ელენე ხოშტარიასა და ლინდა ცინცაძის სასამართლო პროცესები გადაიდო. გამოძიება გზის უკანონო გადაკეტვას, სულ 13 პირს ედავება. პროცესების გადადების მიზეზი, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების გამოუცხადებლობა და საქმის მასალების შესასწავლად დამატებითი დროის მოთხოვნა გახდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აქციის 13 მონაწილეს ,,ზებრაზე'' გადაადგილებისას გზის გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე. საიას ცნობით, აქციის მონაწილეებს, რომლებიც სასამართლოში დაიბარეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – ბრალდება 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ან ორ თვემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. დღესვე სასამართლო, 11 იანვარს აქციაზე დაკავებულების ნაწილის  საქმეზეც იმსჯელებს, მათ შორის მზია ამაღლობელის მიერ კედელზე სტიკერის გაკვრის შესახებ.      

თებ. 17, 2025 - 11:56
 0
ბათუმის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით რამდენიმე პირის პროცესი გადაიდო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნათია ლეთოდიანის, არჩილ ბერიძის, ელენე ხოშტარიასა და ლინდა ცინცაძის სასამართლო პროცესები გადაიდო. გამოძიება გზის უკანონო გადაკეტვას, სულ 13 პირს ედავება.

პროცესების გადადების მიზეზი, დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულების გამოუცხადებლობა და საქმის მასალების შესასწავლად დამატებითი დროის მოთხოვნა გახდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, აქციის 13 მონაწილეს ,,ზებრაზე'' გადაადგილებისას გზის გადაკეტვას ედავებიან. საუბარია 31 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე.

საიას ცნობით, აქციის მონაწილეებს, რომლებიც სასამართლოში დაიბარეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან – ბრალდება 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმას ან ორ თვემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

დღესვე სასამართლო, 11 იანვარს აქციაზე დაკავებულების ნაწილის  საქმეზეც იმსჯელებს, მათ შორის მზია ამაღლობელის მიერ კედელზე სტიკერის გაკვრის შესახებ.

 
 
 

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow