„ბათუმობა 2025“
ბათუმობასთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრთან კონცერტი გაიმართა, მაყურებლის წინაშე , კახაბერი და ხანუმები წარსდგნენ . ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა . მანამდე კი სცენა ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებულმა ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლმა დაიკავეს . ბათუმობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, მუსიკალური ნომრების პარალელურად გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი და დღეს გამოავლენენ საპატიო ბათუმელებს. დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, გალა კონცერტი საღამოს შვიდი საათიდან დაიწყება და სცენას სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით დაიკავებს, ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან - აჩიკო გოგოტიძე, გიორგი ნაკაშიზე, თამთა ხუხუნაიშვილი და სხვა ადგილობრივი თუ მოწვეული მუსიკოსები.
ბათუმობასთან დაკავშირებით საზაფხულო თეატრთან კონცერტი გაიმართა, მაყურებლის წინაშე , კახაბერი და ხანუმები წარსდგნენ . ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა . მანამდე კი სცენა ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებულმა ენვერ ხაბაძის სახელობის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა და ხალხური სიმღერის ვაჟთა ანსამბლმა დაიკავეს .
ბათუმობასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები დღესაც გრძელდება, მუსიკალური ნომრების პარალელურად გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი და დღეს გამოავლენენ საპატიო ბათუმელებს. დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, გალა კონცერტი საღამოს შვიდი საათიდან დაიწყება და სცენას სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით დაიკავებს, ასევე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან - აჩიკო გოგოტიძე, გიორგი ნაკაშიზე, თამთა ხუხუნაიშვილი და სხვა ადგილობრივი თუ მოწვეული მუსიკოსები.
What's Your Reaction?






