ბათუმში, ორ ადამიანს ლითონის მასალა დაეცა - ცოლ-ქმარი კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა.  შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია. ადგილზე მუშაობენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

მაი. 11, 2025 - 00:27
 0
ბათუმში, ორ ადამიანს ლითონის მასალა დაეცა - ცოლ-ქმარი კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე ორ ადამიანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი სახლის სახურავის ნაწილი დაეცა. 

შემთხვევა პიაცას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელს სახურავი ახადა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცნობია.

ადგილზე მუშაობენ შსს-ს შესაბამისი დანაყოფები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow