“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია
სააგენტო "პარალელი" “დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ და მწვავე პოზიციას აფიქსირებს ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით: “ხანდახან ისეთი ვითარება იქმნება, როცა ძალა ძალას კარგავს, ხოლო ერთი შეხედვით უძალობა დამანგრეველი ძალა ხდება. ირაკლი დგებუაძე და მზია ამაღლობელი. დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი. მზია რეჟიმმა […] “დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ვახო სანაია მხარდამჭერ ემოციურ შეფასებებს აკეთებს მედიამენეჯერ მზია ამაღლობელის მიმართ და მწვავე პოზიციას აფიქსირებს ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძესთან დაკავშირებით:
“ხანდახან ისეთი ვითარება იქმნება, როცა ძალა ძალას კარგავს, ხოლო ერთი შეხედვით უძალობა დამანგრეველი ძალა ხდება.
ირაკლი დგებუაძე და მზია ამაღლობელი.
დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი.
მზია რეჟიმმა დაიჭირა; დგებუაძე რეჟიმმა გამოიჭირა მზიას ამბით და ახლა მის ექსპლუატაციას ეწევა, რათა მისი ლოყისა და ყურის გავლით მზია ციხეში ჰყავდეს. რეჟიმმა დგებუაძე გაწირა, ის ფეხებზე ჰკიდია. მისი დამცირების ხარჯზე, მისი გამოყენებით იჭერს მზიას.
სასამართლო სხდომაზე ამ დგებუაძეს ნიჩაბი ეჭირა და თხრიდა და თხრიდა საკუთარი მომავლის სამარეს. მის ტყუილებს რომ თავი დავანებოთ, მხოლოდ ეს ფრაზები: ქალმა სილა გამაწნა, ლოყა ამიწითლდა, ყური ამიწითლდა, მეტკინა – ადამიანის წარმოუდგენელი დაცემაა.
კლასიკური მაგალითია, როგორ ამარცხებს ციხეში გამომწყვდეული ადამიანი მის ჯალათს.
ყოველი დღე ესაა დგებუაძის გაფარჩაკება. მისი თითოეული სიტყვა მის ისედაც არარსებულ რეპუტაციას მარხავს. ასამარებს როგორც კაცს, როგორც პოლიციელს. სპობს მას ოჯახში, ნათესავებში, ახლობლებში, საზოგადოებაში.
მზია კი ძლიერდება, რადგან ის ვერ გატეხეს“, – წერს ვახო სანაია ფეისბუქის პირად გვერდზე.
“დგებუაძე მონაა, რომელიც ძალაუფლების შემადგენელი ნაწილია; მზია თავისუფალი ადამიანია, ჩაგვრის ობიექტი” – ვახო სანაია
პარალელი
What's Your Reaction?






