ბაიერნი ახალ შემტევს ეძებს - ებერლის ფავორიტი ნკუნკუა
ფლორიან პლეტენბერგი ადასტურებს, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე ბაიერნი კიდევ ერთი შემტევის დამატებას განიხილავს

ჟურნალისტის ინფორმაციით, მაქს ებერლისთვის ფავორიტი არჩევანი კრისტოფერ ნკუნკუა, რადგან ფეხბურთელს ერთბაშად არაერთ პოზიციაზე შეუძლია თამაში.
გარდა ამისა, ბაიერნი ნკუნკუსადმი ფავორიტიზმს იმის გამოც იჩენს, რომ კრისტოფერს ბუნდესლიგაში უკვე ნათამაშები აქვს და საკუთარი თავიც დაუმტკიცებია, რაც კლუბისთვის ზედმეტი რისკების გამორიცხვას ნიშნავს.
სატრანსფერო ბაზარზე კრისტოფერ ნკუნკუს ფასი 35 მილიონი ევროა.
What's Your Reaction?






