ბაიერნი მთელ ლივერპულს ჩაუჯდა - დარვინ ნუნიესი ახალი კანდიდატია
Transfermarkt-ზე ახლა ყველაზე აქტიური პერიოდია, სადაც მსოფლიოში განხორციელებული ან განსახორციელებელი ტრანსფერების შესახებ დიდი საინფორმაციო ბლოკია შექმნილი

ახლახანს სწორედ მათ დაწერეს იმის შესახებ, რომ ლივერპულის ურუგვაელი ფორვარდი, დარვინ ნუნიესი შესაძლოა ახალ სეზონიდან სხვა კლუბში აღმოჩნდეს, ერთ-ერთი ვარიანტი კი მიუნხენის ბაიერნია:
"ბაიერნი ნუნიესისთვის დამაინტრიგებელი ვარიანტი იქნებოდა, თანაც გერმანელებს ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იოლად შეუძლიათ. ბუნდესლიგის გახსნილი თამაშები ნუნიესის ქაოსურ პერსონას კარგად მოერგებოდა, ვენსან კომპანის კი მისი გამოყენება როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზეც შეეძლებოდა."
"ლივერპულის ამჟამინდელ შემტევს ისიც შეეძლება, რომ საჭიროების შემთხვევაში ჰარი კეინი დაასვენოს. გარდა ამისა, ბაიერნი აქტიურად ცდილობს გარემარბის დამატებას, ნუნიესს კი ამ პოზიციის შევსებაც შეუძლია."
"ამდენად, შესაძლოა, რომ ურუგვაელი ლუის დიასზე უკეთეს ვარიანტადაც კი ჩაითვალოს", - წერია პორტალზე.
ამავე Transfermarkt-ზე წერია, რომ დარვინის ფასი 45 მილიონი ევროა.
What's Your Reaction?






