ბაიერნის უარი ნიკოს - გერმანელები უილიამსისთვის აღარ იბრძოლებენ
ბოლო თვეებში ატლეტიკ ბილბაოს შემტევის, ნიკო უილიამსის ტრანსფერით ყველაზე მეტად ბაიერნი და ბარსელონა ინტერესდებოდა, ესპანელმა ვინგერმა კი უპირატესობა ამ უკანასკნელს მიანიჭა

ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ რეკორდმაისტერმა საქმიდან გასვლა გადაწყვიტა, რადგან ნიკოსთვის ბრძოლამ შესაძლოა ფეარპლეიზე კლუბს პრობლემები შეუქმნას.
თავის მხრივ, რომანო იმასაც ამბობს, რომ ბაიერნი ახალი ვინგერის ძებნას დაიწყებს და სხვა კანდიდატებსაც განიხილავს, რათა გუნდმა ლეროი სანეს ადგილი შეავსოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ნიკო უილიამსმა ბარსელონასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და წესით, მალე ბარსას ახალ მოთამაშედაც უნდა გამოცხადდეს.
What's Your Reaction?






