ჩაბი ალონსო ახალ ნახევარმცველს ითხოვს - კლუბი უარზეა

ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ახალი ნახევარმცველის დამატების იდეით მიმართავს

ივნ. 20, 2025 - 16:27
 0
ჩაბი ალონსო ახალ ნახევარმცველს ითხოვს - კლუბი უარზეა
ესპანურმა Marca-მ დაწერა, რომ ჩაბი ალონსო მადრიდის რეალის ხელმძღვანელობას ახალი ნახევარმცველის დამატების იდეით მიმართავს.

რეალის ახალმა თავკაცმა უკვე შეაფასა გუნდში არსებული სიტუაცია და ღრმად სწამს, რომ კლუბს კიდევ ერთი ნახევარმცველი დასჭირდება, თუმცა ფლორენტინო პერესი სხვა აზრზეა.

სამეფო კლუბის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ალონსოს საკმარისი რაოდენობის ნახევარმცველები ჰყავს გუნდში საიმისოდ, რათა წარმატებული სეზონი ჩაატაროს.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი სენსაციით დაიწყო და ალ ჰილალს ვერ მოუგო.

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow