ბასილაშვილი უმაგრეს ფორმაშია! - ქართველმა უიმბლდონზე მე-7 ნომერს მოუგო
ბასილაშვილი უმაგრეს ფორმაშია - ქართველმა უიმბლდონზე მე-7 ნომერს მოუგო

ბასილაშვილის გამარჯვება, ანგარიშით 6:2, 4:6, 7:5, 6:1 დასრულდა და მატჩმა 2 საათსა და 27 წუთს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ მუზეტი დასაწყისიდანვე ფავორიტად მიიჩნეოდა, აშკარა გახდა – ის ლონდონს ტრავმის ფონზე დაუბრუნდა და სათანადო ფორმაში არ იმყოფებოდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ეს გამოყენებული შანსი გამარჯვებად აქცია.
უიმბლდონის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კვლავ იტალიელ ჩოგბურთელს, ლორენცო სონეგოს შეხვდება. მსოფლიოს 47-ე ჩოგანმა სასტარტო შეხვედრაში პორტუგალიელი ხაიმე ფარია სამ სეტში – 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა და უნდა ითქვას, რომ ბასილაშვილთან დაპირისპირებისთვის არც ისაა ცუდ ფორმაში.
ნიკასთვის ეს გამარჯვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო პერიოდში მცირე ჩავარდნებს განიცდიდა და დიდი სლემის მთავარ ბადეში მისი დაბრუნება დიდი მოტივაციაა. ქართველი ჩოგბურთელი ახლა მეორე წრისთვის ემზადება.
What's Your Reaction?






