“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი" “ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი: “საზოგადოების შეხსენებაზე, ღალატის კომისიის თავმჯდომარის მამის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებზე, წულუკიანმა ხელი ისევ ჩემი პრეზიდენტობისკენ გამოიშვირა და განაცხადა რომ ჩვენ დროს მეტი ხალხი მოკლეს ვიდრე მამამისმა. ჯერ ერთი მე წინააღმდეგი […] “ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

ივლ. 25, 2025 - 22:27
 0
“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

სააგენტო "პარალელი"
“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის მამასთან და საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

საზოგადოების შეხსენებაზე, ღალატის კომისიის თავმჯდომარის მამის მიერ გამოტანილ სასიკვდილო განაჩენებზე, წულუკიანმა ხელი ისევ ჩემი პრეზიდენტობისკენ გამოიშვირა და განაცხადა რომ ჩვენ დროს მეტი ხალხი მოკლეს ვიდრე მამამისმა.

ჯერ ერთი მე წინააღმდეგი ვარ ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გავრცელების, თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ თუკი რამეს ჰგავს ღალატის კომისიის შეკრებები, ეს არის საბჭოთა ტროიკა, რომელსაც გამოჰქონდა სასიკვდილო განაჩენები.

იმ ხალხს, ვისაც მეხსიერების ჩიპების გამოცვლას უპირებენ, მინდა მოვუყვე, რომ ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე, როგორც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ.

სწორედ მე დავარწმუნე შევარდნაძე, დათანხმებულიყო ევროპის საბჭოს მოთხოვნას და სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის წინადადებით შემოსულიყო პარლამენტში და უკვე იქ ბიუროს სხდომაზე, მე ყველასთვის მოულოდნელად შევუცვალე ამ კანონპროექტს სახელი და დავარქვი ” კანონი სიკვდილით დასჯის სამუდამო გაუქმებაზე საქართველოში”. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ჯონი ხეცურიანმა კი თავის თავზე აიღო პრეზიდენტის ვეტოს თავიდან აცილება.

უფრო მოგვიანებით, პრეზიდენტობის დროს, მე და დათო საყვარელიძემ, ყველანაირი ხერხის გამოყენებით, მალაიზიას გამოვგლიჯეთ სიკვდილით დასასჯელად განწირული ორი ქართველი ქალბატონი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ბატონ წულუკიანის მიერ განაჩენების გამოტანას წერტილი დავუსვი სწორედ მე” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow