ბაჩიაშვილი აბუ დაბიში დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს – როგორ აღმოჩნდა ის წითელ ხიდთან?

გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ახალ დეტალებზე წერს. გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმრო Jumeirah Beach-ის ფოიეში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს. ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა -წერს გამოცემა. გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა […] The post ბაჩიაშვილი აბუ დაბიში დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს – როგორ აღმოჩნდა ის წითელ ხიდთან? appeared first on .

მაი. 27, 2025 - 21:57
 0
ბაჩიაშვილი აბუ დაბიში დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს – როგორ აღმოჩნდა ის წითელ ხიდთან?

გამოცემა The Guardian გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ახალ დეტალებზე წერს. გამოცემის ცნობით, ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმრო Jumeirah Beach-ის ფოიეში, ადვოკატთან შეხვედრისას დააკავეს.

ბაჩიაშვილის მეგობრების თქმით, ის აბუ დაბიში, Jumeirah Beach-ის სასტუმროში ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად ჩავიდა. ის სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის დაახლოებით რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა და დუბაის პოლიციაში გადაიყვანა -წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციითვე, ბაჩიაშვილს უფლება მისცეს ოჯახისთვის დარეკა და დაკავების შესახებ ეცნობებინა.

რობერტ ამსტერდამმა, რომელიც ბაჩიაშვილს იცავდა, განაცხადა, რომ „მისი დაპატიმრება სრულიად მოულოდნელი იყო. მას ადგილობრივი ადვოკატი ჰყავდა; ადგილობრივი გუნდი და, როგორც ჩანს, მათთან თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. როგორც ჩანს, ის უბრალოდ დააკავეს და შემდეგ მაშინვე თვითმფრინავში ჩასვეს”.

ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ წამების გამოყენებით. საქართველო ცნობილია თავისი საშიში და კორუმპირებული მდგომარეობით, ამიტომ ეს რეალური, სერიოზული შეშფოთების საგანია“,-დასძინა მან.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი მმართველი გიორგი ბაჩიაშვილი დღეს დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ დილით სუსმა გაავრცელა. სუსის განცხადება კიდევ უფრო უცნაურია ახალი დეტალების გათვალისწინებით, თუ ბაჩიაშვილი აბუ დაბიში დააკავეს, როგორ იპოვა ის სუსმა “წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილებისას?”

The post ბაჩიაშვილი აბუ დაბიში დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს – როგორ აღმოჩნდა ის წითელ ხიდთან? appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow