ბაჩიაშვილი: იმ ბორტზე, რომლითაც მომიტაცეს ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ იმ ბორტზე, რომლითაც ის “მოიტაცეს”, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა. იგი დაკავებას ივანიშვილის მიერ დაგეგმილ და სუს-ის მიერ შესრულებულ სპეცოპერაციას უწოდებს. “საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით, ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. […]


თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ იმ ბორტზე, რომლითაც ის “მოიტაცეს”, სუს-ის უფროსი ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა.
იგი დაკავებას ივანიშვილის მიერ დაგეგმილ და სუს-ის მიერ შესრულებულ სპეცოპერაციას უწოდებს.
“საერთაშორისო სამართლისა და ქართული სამართლის დარღვევით, ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის მიერ შეთხზული და სუს-ის მიერ შესრულებული სპეცოპერაცია. ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. და ახლა ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი. ანუ სუს-ი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს. გამაგებინეთ, მე როგორ ვიპოვო სამართალი? სად დავიცვა თავი?”, – თქვა ბაჩიაშვილმა.
***
4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან “სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების” დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.
სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ხოლო 1-ელ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.
***
ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.
პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.
სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.
25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა – სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
What's Your Reaction?






