ბექა ბურჯანაძის 9 ქულამ გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა
ესპანეთის ლიგა ენდესას 33-ე ტურში ბექა ბურჯანაძის გუნდი, „ლეიმა კორუნია“, გასვლით მატჩში „მურსიასთან“ ანგარიშით 93:105 დამარცხდა...

მატჩში ბურჯანაძემ 28 წუთი გაატარა მოედანზე და ამ დროის განმავლობაში 9 ქულის, 3 მოხსნის, 2 ასისტისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. ქართველმა ფორვარდმა სამი ქულიდან მხოლოდ ერთი ცდა აიღო და ზუსტად შეასრულა, საჯარიმო ხაზიდან კი 10-დან 6 ჩააგდო. სამწუხაროდ, ორქულიანი ტყორცნა არ იყო შედეგიანი.
„ლეიმა კორუნიას“ მიმდინარე სეზონი აშკარად მძიმე აღმოჩნდა – 7 მოგებითა და 26 მარცხით გუნდი ცხრილის ბოლოშია და ლიგა ენდესაში დარჩენის თეორიული შანსიც უკვე დაკარგა. სეზონის ბოლო მატჩს ესპანური კლუბი 30 მაისს „ბასკონიას“ წინააღმდეგ საკუთარ მოედანზე გამართავს.
What's Your Reaction?






