“ბიოლოგიური მასალის გადატანა “სამხილზე” შესაძლებელია ხელოვნურადაც” – ექსპერტი გიორგი ახობაძის პროცესზე

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. სასამართლოზე ცოტა ხნის წინ ჩვენება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ია ედიბერიძემ მისცა. ექსპერტმა დღეს არ გამორიცხა, რომ გიორგი ახობაძის ბიოლოგიური მასალა, საუბარია ნერწყვზე, შესასაძლებელია ხელოვნურად ყოფილიყო გადატანილი ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ პოლიეთილენზე. ექსპერტი: სეროლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ბიოლოგიური მასალა, რაც მას საკვლევად ჰქონდა წარდგენილი, წარმოადგენს […] The post “ბიოლოგიური მასალის გადატანა “სამხილზე” შესაძლებელია ხელოვნურადაც” – ექსპერტი გიორგი ახობაძის პროცესზე appeared first on .

ივლ. 11, 2025 - 15:27
 0
“ბიოლოგიური მასალის გადატანა “სამხილზე” შესაძლებელია ხელოვნურადაც” – ექსპერტი გიორგი ახობაძის პროცესზე

საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ.

სასამართლოზე ცოტა ხნის წინ ჩვენება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ია ედიბერიძემ მისცა.

ექსპერტმა დღეს არ გამორიცხა, რომ გიორგი ახობაძის ბიოლოგიური მასალა, საუბარია ნერწყვზე, შესასაძლებელია ხელოვნურად ყოფილიყო გადატანილი ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთ პოლიეთილენზე.

ექსპერტი: სეროლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ბიოლოგიური მასალა, რაც მას საკვლევად ჰქონდა წარდგენილი, წარმოადგენს ნერწყვს.

გიორგი ახობაძე: მაინტერესებს სხვადასხვა ზედაპირზე ბიოლოგიური მასალის გადატანის გზები.

მოწმე: ზოგადად ექსპერტიზა არ ტარდება იმაზე, როგორ მოხვდა ბიოლოგიური მასალა, ამ შემთხვევაში ნერწყვი, საკვლევი ობიექტის ზედაპირზე [ნარკოტიკის შესაფუთ პოლიეთილენზე]. თუმცა, ზოგადად შესაძლებელია ხელოვნურად, ბიოლოგიურ მასალიანი ნივთით, მაგალითად ჩხირით ან რეზინის ხელთათმანით ზედაპირზე ბიოლოგიური მასალის გადატანა.

ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო, 7-8 დეკემბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

პროევროპული აქციების დროს დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის დედა მისი დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ერთადერთი მომვლელი მისი შვილი იყო და ამის შესახებ დაკავებული ახობაძე მოსამართლეს 10 დეკემებრის სხდომაზეც უყვებოდა.

The post “ბიოლოგიური მასალის გადატანა “სამხილზე” შესაძლებელია ხელოვნურადაც” – ექსპერტი გიორგი ახობაძის პროცესზე appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow