კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი
2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი პოლკოვნიკი სერგეი ილინი. რუსულ მედიაში ინფორმაცია ილინის სიკვდილის შესახებ მხოლოდ 10 ივლისს გავრცელდა. მას შემდეგ რაც, ჩუვაშიის ოლქის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში ილინის დაღუპვის შესახებ დაიწერა. ადმინისტრაციის განცხადებით, ილინმა “უკვდავი გმირობა ჩაიდინა და ქვეყნისთვის თავი გაწირა”. Z ტელეგრამ არხების ინფორმაციით ილინი უკრაინის შეიარაღებული ძალები იერიშის […] The post კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი appeared first on .

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი პოლკოვნიკი სერგეი ილინი.
რუსულ მედიაში ინფორმაცია ილინის სიკვდილის შესახებ მხოლოდ 10 ივლისს გავრცელდა. მას შემდეგ რაც, ჩუვაშიის ოლქის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელში ილინის დაღუპვის შესახებ დაიწერა.
ადმინისტრაციის განცხადებით, ილინმა “უკვდავი გმირობა ჩაიდინა და ქვეყნისთვის თავი გაწირა”.
Z ტელეგრამ არხების ინფორმაციით ილინი უკრაინის შეიარაღებული ძალები იერიშის შედეგად დაიღუპა. იმავე დარტყმას შეეწირა სამხედრო საზღვაო ფლოტის მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი.
სხვადასხვა ინფორმაციით უკრაინული დაბომბვის შედეგად, რომელშიც ილინი და გუდკოვი მოკვდნენ, კიდევ 8 რუსი ოფიცერი დაიღუპა.
The post კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი appeared first on .
What's Your Reaction?






