,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი
ლევან ჯავახიშვილი „ალიას“ აშშ-დან ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის” თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი. – რამდენადაც ვიცი, თქვენ გიორგი გახარიას მეგობარი ხართ და მისი პარტიის დამფინანსებელი საპარლამენტო არჩევნების დროს. რას იტყვით, 6 წლის მერე, რატომ ედავება ივანიშვილის ხელისუფლება სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოების ჩადგმას, რომელმაც 1800 ჰექტარი, ჩორჩანას ტყე გადაარჩინა და ვერ მიიტაცეს რუსმა უკუპანტებმა? […] The post ,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი appeared first on .

ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ აშშ-დან ესაუბრება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „ეპიკ ამბასადორის” თავმჯდომარე, კონრად ბაბუნაშვილი.
– რამდენადაც ვიცი, თქვენ გიორგი გახარიას მეგობარი ხართ და მისი პარტიის დამფინანსებელი საპარლამენტო არჩევნების დროს. რას იტყვით, 6 წლის მერე, რატომ ედავება ივანიშვილის ხელისუფლება სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოების ჩადგმას, რომელმაც 1800 ჰექტარი, ჩორჩანას ტყე გადაარჩინა და ვერ მიიტაცეს რუსმა უკუპანტებმა? ეს ცალსახად გონივრული, ეფექტური და დროული ნაბიჯი იყო მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან. დავიჯერო, „ქართული ოცნება“ იმის გამო სჯის გახარიას, რომ რუსეთს არ მისცა საშუალება, მიეტაცებინათ ჩორჩანას ტყე, რომლის საოკუპაციო ზოლში მოქცევა, რეალურად კი ანექსია, მათი მიზანი ნამდვილად არის?
–მე გიორგი გახარიას არ ვიცნობ პირადად, არც მისი დამფინანსებელი ვყოფილვარ. ეს თემა წამოწეულ იქნა 2021 წლის თებერვლის ბოლოს, როდესაც „ეპიკ ამბასადორს“ გაუჩერეს 80 მილიონ ევროიანი ტრანსაქცია. ამის მიზეზი სწორედ პოტიკური ეჭვიანობა იყო და ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის პირადი მითითებით, მის მიერ შექმნილი არაკონსტიტუციური ფინანსური მინიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიძის ხელით. ეს არაკონსტიტუციური სტრუქტურა, ქალაგგარეთ, ანანურთან არის განლაგებული და საქართველოში ყველანაირი თანხების შემოდინებას აკონტროლებს (ბლოკავს) 2020 წლიდან.
რაც შეეხება გახარიას, მისმა რეიტინგმა მაქსიმუმს მიაღწია 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ და 20 % -ს მიუახლოვდა მისი რეიტინგი. სწორედ ამ დროს ჩაატარა რუსეთის ფეესბემ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის სპეცოპერაცია აფხაზეთიდან. დაუჯერებელია და მე ვიტყოდი მარაზმატულიც, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს და მედიას დღემდე ჯერა, რომ სააკაშვილი არაჟნის კონტეინერით შემოვიდა საქართველოში. მოკლედ, „მიშა მოდის“ თემა მორიგ ჯერზე გამოიყენა ფეესბემ და გახარიას რეიტინგი უმალ ჩამოვიდა 8 % ზე. შესაბამისად, 12 % ხმებისა დაუბრუნდა „ოცნებას“. ის რაც დღეს ხდება ჩორჩანასთან დაკავშირებით, არის მცდელობა, რათა გახარია დაიმორჩილონ დაჭერის მუქარით. გახარიამ ამის საშუალება არ მისცა ივანაშვილს, წულუკიანთან გამოუცხადებლობის საბაბით. ახლა ბიძინამ შეაკეთა ჩორჩანა… მიზანია, გახარიას სრული დამორჩილება ბიძინას მიმართ.
–ჩორჩანას საგუშაგოების გამო, გიორგი გახარიას მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება, საქმეზე 3 მუხლით არის გამოძიება დაწყებული და ჯერჯერობით, ერთადერთი ეჭმიტანილი გახარიაა. იმასაც ამბობენ, გახარიან იცის, რომ დააპატიმრებენ და გერმანიაში პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვსო. რას იტყვით?
– თუ გახარია დანებდა, მას არ დააპატიმრებენ. თუ გახარია არ დანებდა, მას სავარაუდოდ, დააპატიმრებენ. ეს არის ივანაშვილის პირადი ანგარიშსწორება გახარიას მიმართ, რადგან ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი დოლარი, რომელსაც ბიძინა ელოდებოდა იმ ოპერაციიდან, რომელიც დეტალურად მაქვს აღწერილი ადრინდელ ინტერვიუებში. მოკლედ რომ ითქვას, გახარიას გადადგომა 2021 წლის 18 თებერვალს, ივანაშვილის მიერ აღქმულ იქნა ღალატად, რომელმაც ივანაშვილი დააზარალა. ამას ვერ პატიობს გახარიას და ამიტომაც ეძახის მოღალატეს. სწორედ ეს 25 მილიარდია მიზეზი იმისა, რაც ივანაშვილმა საქართველოში დაატრიალა მას შემდეგ რაც პოლიტიკაში ღიად შემობრუნდა. ამიტომაც ამბობენ ივანაშვილის პროპაგანდისტები, რომ გახარია დიპ–სტეიტის დავალებებს ასრულებს. როგორც ადრეც მითქვამს, ის რასაც ივანაშვილის პროპაგანდა დიპ–სტეიტს ეძახის, ეს არის აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს და ისრაელის , ანუ მსოფლიოს მმართველი ტრილატერალის სპეცსამსახურები.
– ყველაფრის მიუხედავად, გიორგი გახარია და მისი პარტია აპირებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ჯერჯერობით, ამავე პოზიციაზა პარტია „ლელო“, იმის მიუხედავად, რომ ლიდერები დაუპატიმრეს. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას მისცემს, რაც დღეს არ გააჩნია და ეს დიდი შეცდომა იქნება. თქვენ რას იტყვით, უნდა მიიღოს თუ არა გიორგი გახარიამ ამ არჩევნებში მონაწილეობა? თუ მიიღო, ეს რას მოუტანს მას და მთელ ოპოზიციურ სპექტრს?
–გიორგი გახარიას, ჩემი აზრით, უნდა, რომ დარჩეს პოლიტიკურ ასპარეზზე კონკურენტუნარიან მდგომარეობაში. ივანაშვილს არ უნდა მას მისცეს ამის საშუალება. გლობალურად კი, ივანაშვილისთვის დასავლეთმა ჯერ ვერ მოიცალა. როდესაც მოიცლის, მაშინ ვნახავთ რა დარჩება ივანაშვილის ხელისუფლებისგან. მანამდე კი ის ქართველ ხალხს აწვალებს და ეს სამწუხარო რეალობაა. მოჭადრაკე ბიძინას (როგორც მას კობახიძე ეძახის) გათვლები ირანთან და რუსეთთან დაკავშირებით როგორც დასრულდება, ამას მალე ვნახავთ. ბიძინას გეოპოლიტიკურ გათვლებს „მკვდარზე ვენოკივით“ დაადებენ ჩინეთის სახით... ბიძინა იძულებული იქნება ისევ ფილოსოფიას მოუბრუნდეს და ნიცშე გააცამტვეროს. სამწუხაროა, მაგრამ ივანაშვილმა საქართველო აქცია სოფლის ორღობედ. ამ ორღობეში მშვიდობაა და მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც წარმოადგენს ვაჭრუკანებს, მსტოვრებს და კარიერისტებს, ბიძინას მეთაურობით ძიძგნის საქართველოს. ეს აუცილებლად დასრულდება.
The post ,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი appeared first on .
What's Your Reaction?






