“ბოლომდეე! გამარჯვების ფორმულის 3 კომპონენტი” – ზურაბიშვილის სიტყვა სრულად
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართავს და ამბობს: გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს. დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩემთან. რატომ ზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა. რატომ ზეიმობთ, როცა დღითი–დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რატომ ვზეიმობთ […] The post “ბოლომდეე! გამარჯვების ფორმულის 3 კომპონენტი” – ზურაბიშვილის სიტყვა სრულად appeared first on .

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რუსთაველზე შეკრებილ ხალხს მიმართავს და ამბობს:
გაუმარჯოს დამოუკიდებლობას, გაუმარჯოს საქართველოს.
დღეს ბევრი შეიძლება კითხულობდეს, რა დროს ზეიმია, რატომ ვზეიმობთ 26 მაისს, იმ დროს, როცა პატიმრები ციხეში არიან სრულიად უსამართლოდ და მათი მშობლები აქ დგანან, ჩემთან. რატომ ზეიმობთ, როცა ქვეყანაში სუფევს უსამართლობა. რატომ ზეიმობთ, როცა დღითი–დღე აქრობენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. რატომ ვზეიმობთ როცა უწყობენ ხელს და შემოჰყავთ საუკუნოვანი მტერი? – ეს კითხვები ყველას გვაქვს და თქვენი, ჩვენი პასუხია, – ჩვენ იმიტომ ვზეიმობთ, რომ უკვე გამარჯვებულები ვართ, იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე საქართველომ ყველაფრს გაუძლო, მოვიდა დღემდე, 117 წლის შემდგომ, საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა. მცდელობა იყო რომ გამქრალიო საქართველოს სახელმწიფო და იდენტობა, საქართველომ აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა. იმიტომ ვართ გამარჯვებული, რომ რეფერენდუმი ჩატარდა და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დამოუკიდებლობა უნდა დაგვებრუნებიანა. 2 წელია რაც დგას საქართველო ქუჩაში და იდგა ყოველ ჯერ, როცა მისი თავისუფლება, მისი მომავალი იყო საფრთხის ქვეშ. იდგა 20087 წელს, როცა შემოვიდა რუსეთი, დგას დღეს. უკვე 7 თვეა არჩევნების შემდგომ და 6 თვე რაც არალეგიტიმურმა მთავრობამ შეწყვიტა ჩვენი გზა ევროპისკენ. დგას საქართველო და გამარჯვებულია ამიტომ.
გამარჯვებულია იმიტომ, რომ ერთი ქალი, რომელიც ყველას უძლებს და მას ქვია მზია, ის არის ჩვენი სახე და ჩვენი ღირსება.
გამარჯვებულია, იმიტომ რომ არც ერთმა პატიმარმა თავის ღირსებაზე უარი არ თქვა, იმიტომ რომ არც ერთმა მშობლემა თავისი შვილის ღირსებაზე უარი არ თქვა და ყველანი ერთად დგანან დღეს, როგორც ჩვენი ღირსების სიმბოლოები. ამიტომ ვართ გამარჯვებულები და ამიტომ გვაქვს უფლება დღეს ყველამ ერთად ვიზეიმოთ 26 მაისი, მაგრამ გამარჯვება როგორც აქა ერთმა ცნობილმა ხმამ ყოველ საღამოს გაიძახა, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ….
ბოლომდე მიყვანისთვის მნიშვნელოვანია სამი რამ:
პირველი – საზოგადოების ერთობა, ერთად დგომა და ეს მიღწეულია, რადგან პროტესტი ეხება ყველას, ყველგან მიაღწია, ყველა თოაბა ჩართულია, ყველა რეგიონი ჩართულია, ადამიანები დგანან გორში თელავში, ბთუმში, ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდში და არ მინდა არც ერთი ქალაქი დავივიწყო, სადაც პროტესტი დგას და დგას იმ პიროვნებების მხარზე, რომლებიც დგანან ბოლომდე. ეს პროტესტია ის, რაც აცოცხლებს ყველა დანარჩენ მოძრაობას, ყველა ადგილობრივ გამოსვლას. ამას ვერავინ და ვერაფერი დაამარცხებს. ღერძი ამ საზოგადოების ერთიანობის არის ის პროტესტი, რომელიც აქ რუსთაველზე, ჯიუტად, ყოველ საღამოს დგას, დგას და დგას. ეს პროტესტი, აისბერგის მწვერვალივით ყველას აერთიანებს.
ბოლომდეე!
ეს პროტესტი აქ მდგომი არის ის, რაც ყველას აერთიანებს და საზოგადოება არის მთლიანად ჩართული, არ შეიძლება არ ვახსენო თეატრის მსახიობები, რომლებიც იყვნენ და არიან წინა ხაზზე, სტუდენტები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუზეუმის თანამშრომლები, მუშები, მაღაროელები, მთელ ქვეყანაში ყველა სფეროს წარმომადგენელი, თუ ვერ დგას აქა, გულით არის აქა. ვისაც ეპატარავება პროტესტი, ვინც ამბობს ზოგჯერ აქ ცოტანი არიანო, იმათმა. ალბათ. გუშინ, გუშინწინ საღამოს ნახეს შეკრებილი ახალგაზრდობა ლისის ტბაზე. ეს ის პროტესტია, რომელიც მზადაა, ნებისმიერ დროს, როგორც დიდი ტალღა ისე გაიმართოს რუსთაველზე. ვიცით რამდენნი ვართ, ვიცით, რომ ძლიერნი ვვართ და ეს არის საზოგადოების უდიდესი ძალა.
მეორე კომპონენტი გამარჯვების ფორმულის არის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვიცით ვინ არიან ჩვენი მეგობრები, პარტნიორები, მოვისმინეთ და კიდევ მოდის მოლოცვები, რომლებიც არიან მხოლოდ და მხოლოოდ ქართველი ხალხისადმი, ეს არ არის ჩვეულებრივი, პროტოკოლური მოლოცვები, რომლებსაც მეც ვიღებდი პრეზიდენტობის დროს, ეს არის მოლოცვა და სურვილი, რომ ქართველი ხალხის გამარჯვება მალე მოვიდეს, ამისთვის მხარდაჭერა. მათ მინდა დღეს თქვენი სახელით დიდი მადლობა გამოვუცხადო.
ის მუშაობა, რაც ჩატარდა ჩვენს პარტნიორებთან, ჩემი და სხვების, ეს არ არის ერთი ადამიანის გაკეთებული, ესაა ერთობლივი მუშაობა, ყველამ ერთად იმუშავა და მივაღწიეთ იმას, რომ არჩევნებიდან 7 თვის მერე არ არის ეს არალეგიტიმური მთავრობა აღიარებული ჩვენი მეგობრებისგან, არ არის აღიარებული არჩევნების შედეგები, იზოლორებულია ე.წ. მთავრობა. ეს ერთი შედეგია, მეორეა სანქციები, რომლებიც ეხება იმ ადამიანებს, რომელთა პასუხისმგებლობაა ის სასტიკი ძალადობა, რაც ვნახეთ ამ ქვეყანაში, სანქცირებულნი არიან ისინი, რომლებიც რუსეთს ხელს უწყობენ ამ ქვეყანაში და რუსეთს ეთანამშრომებიან. ეს არის სანქციების ტალღა, რომელიც გაგრძელდება და რომელიც ეხება პასუხისგებელ პირებს და არა ქართველ ხალხს. ეს გამიჯვნა ე.წ. ხელისუფლებასა და ხალხს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგად შეიგნეს რომ ერთი მხრივ დგას სქართველოს, ვისაც უნდა საკუთარი მომავალი ევროპაში, დამოუკიდებლობაში და მეორე მხარეს დგანან ადამიანები, რომლებიც არავის და არაფერს წარმოადგენენ გარდა საკუთარი და ჩრდილოეთიდან მეზობლის ინტერესებისა. ეს გაიგო მსოფლიომ და ამიტომაა მათი პოლიტიკა დღეს გარკვეული. ცხადია, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დამოკიდებულია სწორედ იმ პროტესტზე, რომელიც არის ჩვენი ყველასი ზურგი და ხერხემალი. მადლობა პროტესტს.
და მესამე კომპონენტი ამ გამარჯვების ფორმულისთვის და საბოლოო გამარჯვებისთვის არის რომ უნდა შეიქმნას პოლიტიკური ალტერნატივა, ისეთი, რომელიც ისარგებლებს თქვენი და ჩვენი პარტნიორების ნდობით. ვერც ერთი პარტია მარტო ვერაფერს მიაღწევს. ქართული ოცნების, რომელსაც არაფერი აღარ შეუძლია, ერთადერთი ბერკეტი და მიზანი არის შემოიტანოს საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს შორის დაყოფა. ეს არის ყველა დიქტატორული რეჟიმის ხერხი – დაყავი და იბატონე, ეს არ უნდა დავუშვათ. ამიტომ ვმუშაობთ და შევქმენით წინააღმდეგობის პლატფორმა, ეს პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე პარტიას, არის ღია ყველა სხვა პარტიებისთვის. ვაყალიბებთ ერთობლივ პოზიციებს. ქართული ოცნება ცდილობს ესეც დაშალოს, შემოაგდო თემა ადგილობრივი არჩევნების, როგორც ადრე შემოაგდო თემა პარლამენტში შევლენო, არც არავინ შესულა, არც არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას არავინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებზე წასვლას, თუ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წესებით და „ქართული ოცნების“ და მანიპულაციის ქვეშ.
სამაგიეროდ, ალბათ, ყველა აპირებს რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ჯერ საპარლამენტო და მერე ადგილობრივი, ან ბოლო–ბოლო ერთობლივად, საპარლამენტო და ადგილობრივი, ამიტომ აუცილებელია და ამაზე ნუ დაიწყებთ ეჭვებს და ჭორაობს, აუცილებელია მზადება, აუცილებელია ახალი წესები, რომლებიც შევქმენით, რომელიც იქნება ჩვენი პირობები არჩევნებისთვის, აუცილებელია, რომ დამკვირვებლების მთელი არმია მოვამზადოთ აქა და დღესვე,. აუცილებელია რომ დიასპორამ გამოიღვიძოს და დაიწყოს რეგისტრირება, რომ არ იყოს ბოლო წუთს დაგვიანებული. ეს საერთო მზადებაა იმისთვის, რომ ოპოზიციამ დაიცვას ყველას ხმა, ესაა გამარჯვების ფორმულა, ამაში ვარ დარწმუნებული და ჩვენი მისატანია – ბოლომდე!
და კიდევ, არ შეიძლება არ მივმართო და არ მივულოცო დღევანდელი დღე ქართულ ჯარს, დარწმუნებული ვარ, მას სტკივა დღევანდე;ლი საქართველოს ბედი, სახელმწიფოებრიობის გაქრობა, ყველაფერი ის, რისთვისაც არის მომზდებული, რისთვისაც იბრძოდა და იბრძვის დღეს არის დაშლილი, ამიტომ სტკივა ქართულ ჯარს და მინდა მათ მივულოცო დღევანდელი დღე და ვუთხრა, ჩვენს გულში არიან, ჩვენს სულში არიან და ჩვენ ვართ ერთად.
გაგიკვირდებათ და მინდა ასევე მივულოცო ქართულ პოლიციას, მე დარწმუნებული ვარ ესენი არ არიან კოლექტიური დებუაძეები, მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც ასევე გული სტკივა ქვეყნისთვის, იმისთვის რომ დღეს ვერ. არ ასრულებენ იმ მთავარ მოვალეობას, რაც მოქალაქეების დაცვაა. მინდა იმ საქართველოში ვიცხოვროთ ყველამ, სადაც ქართული ჯარი თავის ადგილას იქნება, თავის მოვალეობას შეასრულებს ქვეყნის დასაცავად და სადაც ქართველი პოლიციელები თავიანთ როლს შეასრულებენ ადამიანების დასააცავად და სადაც ქართველი მოსამართლეები თავიანთ როლს შეასრულებენ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში.
ეს დღე მოვა. გაუმარჯოს სააქართველოს, გაუმარჯოს დამოუკიდებლობას.
The post “ბოლომდეე! გამარჯვების ფორმულის 3 კომპონენტი” – ზურაბიშვილის სიტყვა სრულად appeared first on .
What's Your Reaction?






