ბორჯღალოსნები | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო

11 ივნისს ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ...

ივნ. 12, 2025 - 16:27
 0
ბორჯღალოსნები | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
11 ივნისს ბორჯღალოსნები „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბნენ და 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩებისთვის მზადებას შეუდგნენ.

ივლისში საქართველოს ორი თამაში ელის მსოფლიო რაგბის რეიტინგ-ლიდერებთან. 5 ივლისს თბილისში ირლანდიას ვერკინებით, რომელიც ევროპულ გუნდებს შორის პირველ ადგილზეა, მსოფლიოში კი მესამე პოზიციას იკავებს. ირლანდია საქართველოში სათამაშოდ პირველად ჩამოდის. ამის შემდეგ ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს ‘ჩიტასს’ შეხვდებიან, ხოლო 19 ივლისს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რეიტინგ-ლიდერ სამხრეთ აფრიკას ერკინებიან.

თავბრუდამხვევი ზაფხულისთვის რიჩარდ ქოქრილმა 37 მორაგბეს უხმო, საიდანაც 21 მორკინალი, 16 კი ხაზის მოთამაშეა. მათგან 4-ს - დავით აბდუშელიშვილს, ვახტანგ ჯინჭარაძეს, გიორგი სინაურიძეს და ოთარ მეტრეველს ბორჯღალოსნების კვართით ჯერ არ უთამაშიათ.

ტრავმების გამო ზაფხულის ტესტებზე ნაკრებს დააკლდება სერგი აბრამიშვილი, ლუკა ჯაფარიძე, ლაშა ჯაიანი, გიორგი მამაიაშვილი, ბექა გორგაძე, გიორგი შველიძე, დავით ლაგვილავა, გელა აფრასიძე და ბექა შვანგირაძე.

„ძლიერი შემადგენლობა გვყავს. გვაკლია მოთამაშეები ტრავმებისა და სეზონის შემდეგ დაგეგმილი ოპერაციების გამო, ასე რომ, შეიძლება ეს არ არის ჩვენი გუნდის ოპტიმალური შემადგენლობა, თუმცა ვფიქრობ, ამ ზაფხულს ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდი ვიქნებით“ - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.

ბორჯღალოსნები ზაფხულის ტესტებზე

შერკინება: ნიკა აბულაძე (მონპელიე), გიორგი ახალაძე (კლერმონი), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი), ვანო კარკაძე (მონპელიე), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), ირაკლი აფციაური (ლიონი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), ბაჩუკი ჭუმბაძე (შავი ლომი); მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯავახია (გრენობლი), ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი); ბექა საღინაძე (ლიონი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი), გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), მიხეილ ალანია (ორიაკი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), ლუკა მატკავა (კასტრი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), გიორგი ხაინდრავა (ბორდო), დავით ნინიაშვილი (ლიონი), დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), შალვა აფციაური (შავი ლომი), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი), ოთარ მეტრეველი (შავი ლომი).

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow