ბრაიან მბიუმო მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლას უახლოვდება
ბრაიან მბიუმო მოწადინებულია, რომ თავის ოცნების კლუბში გადავიდეს

'წითელმა ეშმაკებმა' ბრენტფორდს აფრიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო შესთავაზეს და სავარაუდოდ, კლუბებს შორის ყველაფერი სულ მალე უნდა მოგვარდეს.
გარდა ამისა, მწვანე შუქი აქვს ანთებული თავად ფეხბურთელსაც, რომლისთვისაც მანჩესტერ იუნაიტედი ოცნების კლუბი გახლავთ.
ბრაიან მბიუმოს პრემიერ ლიგაში გასული სეზონი შესანიშნავი გამოუვიდა. 25 წლის მოთამაშემ 20 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.
What's Your Reaction?






