ბრიუსელში მომიტინგეებმა ფედერალური ხარჯების შემცირება გააპროტესტეს

სამშაბათს, 29 აპრილს, ბელგიის კერძო და საჯარო სექტორების მუშაკები შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას, რათა ფედერალური ხარჯების შემცირება გააპროტესტონ. ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფედერალური ხარჯების, მათ შორის, სოციალური მომსახურებისა და პენსიების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს, კუთვნილი პენსიების მისაღებად, უფრო მეტხანს მუშაობა მოუწევთ. გამოცემა „ბრიუსელს ტაიმსის“ ცნობით, წელს ეს არის უკვე მეოთხე დიდი გაფიცვა ბიუჯეტის შემცირების […]

მაი. 4, 2025 - 17:57
 0
ბრიუსელში მომიტინგეებმა ფედერალური ხარჯების შემცირება გააპროტესტეს

სამშაბათს, 29 აპრილს, ბელგიის კერძო და საჯარო სექტორების მუშაკები შეუერთდნენ საყოველთაო გაფიცვას, რათა ფედერალური ხარჯების შემცირება გააპროტესტონ.
ხელისუფლების კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ფედერალური ხარჯების, მათ შორის, სოციალური მომსახურებისა და პენსიების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვევს იმას, რომ ადამიანებს, კუთვნილი პენსიების მისაღებად, უფრო მეტხანს მუშაობა მოუწევთ.
გამოცემა „ბრიუსელს ტაიმსის“ ცნობით, წელს ეს არის უკვე მეოთხე დიდი გაფიცვა ბიუჯეტის შემცირების წინააღმდეგ, რომელიც მთავრობის თქმით, სახელმწიფო ვალის შემცირებას ისახავს მიზნად.
საყოველთაო გაფიცვა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მგზავრობაზე, განსაკუთრებით – საჰაერო ტრანსპორტის სექტორში. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 29 აპრილს ბრიუსელის აეროპორტიდან ყველა ფრენა გაუქმდა, რადგან ბარგის მომსახურებისა და აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები გაფიცვას შეუერთდნენ.
შეფერხებით იმუშავებს ქვეყნის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც – ავტობუსები, მეტრო და მატარებლები.
გავრცელებული ინფორმაციით, გაფიცვა ანტვერპენის პორტის მუშაობაზეც იმოქმედებს.
გაფიცვასთან შეერთების მოწოდებით გამოდიან სხვადასხვა დარგის პროფკავშირული ორგანიზაციები.
წყარო: 1 არხი

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow