ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – თქვა ერდოღანმა. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, […] The post ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება – ერდოღანი appeared first on .

ივნ. 19, 2025 - 03:27
 0
ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავისი მოქმედებებით ჰიტლერს გადააჭარბა. ამის შესახებ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

​„ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება“, – თქვა ერდოღანმა.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისინი ყველაფერს აკეთებენ, „რათა შეაჩერონ არაადამიანური აგრესია ღაზის, სირიის, ლიბანის, იემენისა და მეზობელი ირანის წინააღმდეგ“.

რაც შეეხება ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირებას, ერდოღანი აღნიშნავს, რომ ირანის ქმედებები ლეგიტიმურია.

„სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანი იცავს თავს ისრაელის ყაჩაღობისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან“, – განაცხადა ერდოღანმა.(საზმაუ)

The post ნეთანიაჰუმ დიდი ხნის წინ გადააჭარბა ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულში, ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი ერთნაირი არ იქნება – ერდოღანი appeared first on .

What's Your Reaction?

like

dislike

love

funny

angry

sad

wow