სპორტის მინისტრმა ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული გამარჯვება მიულოცა
საქართველოს სპორტის მინისტრმა უნგრეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანს ისტორიული ოქროს მედლის მოპოვება მიულოცა

ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იაპონელი მომო ტამაოკი დაამარცხა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც სენიორებს შორის ოქროს მედალი მოიპოვა.
ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე სამი მედალია; ვერცხლი ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ), ბრინჯაო კი ლუკა მაისურაძემ (-90 კგ) მოიპოვეს.
ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებიან.
What's Your Reaction?






